“გაიტანეთ ბაზები, დაგვიტოვეთ ბოზები!..”(ფოტოვიდეორეპორტაჟი გუდაუთიდან)

ტარიელ ჭანტურიას ეს ლექსპრომტი ტყუილად არ გამხსენებია. ამ პოეტისთვის რუსებს თავის დროზე რომ დაეჯერებინათ, უკეთესი იქნებოდა. ახლა კი, საქართველოში, მგონი, რუსის ბაზები უფრო მეტია, ვიდრე რუსის ბოზები.

ერთ-ერთი რუსი ბლოგერი ჯარისკაცი, რომელიც, ჩემი შეტყობით, გუდაუთის ახალ(2008 წლის სექტემბერში განთავსებულ) ბაზაზე ოფიცრად მსახურობს, თავის ბლოგზე ბაზაზე არსებულ გაუსაძლის პირობებს უჩივის, იმაზეც დარდობს, რა უდისციპლონო და “სულერთია” ხელმძღვანელობა ჰყავს. მართალია, როგორც თითქმის ყველა რუსი, ეს ბლოგერიც სულით შოვინისტია და, როგორც ირკვევა,საქართველოშიც უომია, მაგრამ მაინც ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს: ძალიან მნიშვნელოვან  ფოტოებს გვაწვდის.

ჰო და, ჩვენ რატომ არ უნდა დავტკბეთ ამ ფოტოებით ?

დავიწყოთ :

ეს ტალახში ჩაფლული ჯავშანტექნიკაა – ასე      ექცევიან რუსები თავიანთ საამაყო ტანკებს და ჯავშანტრანსპორტიორებს.

შემდეგი ფოტოები უკვე გუდაუთის ზემოთხსენებული ბაზის მშენებლობას ასახავენ. გამარიაჟება კარვების ფონზე, თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული კარვები, სადაც ზამთარში ცივა და წვიმის დროს წყალი შედის და ვერტმფრენით მოსეირნე ბაზის ხელმძღვანელობა, რომელიც თავიანთ ხელქვეითებს ზემოდან აკვირდებიან. ალბათ, ზემოდან ყველაფერი უფრო ლამაზად ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია:

ეს ფოტო კი ამ კატეგორიის და მხოლოდდამხოლოდ რუსი სალდათებისთვის დამახასიათებელ “სადილს” ასახავს:

ახლა კი ფრიად შთამბეჭდავ ვიდეოებზე გადავიდეთ. არავის გეგონოთ, რომ რასაც ნახავთ, ძველ დროსაა გადაღებული, ან სადმე სხვაგან – მხოლოდ და მხოლოდ გუდაუთის მშენებარე ბაზის ყოფას ასახავს და მისი გმირები მხოლოდდამხოლოდ ამ ბაზის ჯარისკაცები არიან.

სწორედ ასე, ვირივით მუშაობენ, რომ ბაზა ააშენონ

21-ე საუკუნის ოკუპანტური პირსაბანი

21-ე საუკუნის ოკუპანტურ-ჯარისკაცული საპირფარეშო

დაუნი ოკუპანტები ასე ერთობიან და მღერიან

2 Comments (+add yours?)

  1. TARIEL GASITAsVILI
    Nov 30, 2010 @ 14:14:31

    ისე ლაშა, შენი არ ვიცი, მაგრამ ძველებმა, საბჭოტა სიმბოლიკის ბრძოლის აღსანისმავად უნდა დავიჭრათ იარაღი, ნატასასა და გალიას სურვილების დაკმაყოფილების სიმბოლო.

    Reply

    • ბლოგი-კაატინგა
      Nov 30, 2010 @ 18:55:34

      არა, მე არ მომესწრო ეგ ტკბილი დრო, ჩემო ტარიელ – მხოლოდ გადმოცემით ვიცი. დიდ რუსეთში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც, სახლიდან გაპარვით და ისიც – სოჭში:)

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: