“ყვავილები უკეთესი გამოგივიდა,ვიდრე ადამიანები…”

ერთ-ერთი ჩემი მეგობრის გვერდზე, ფბ-ში გადავაწყდი უცხოელი და ქართველი ბავშვების, სკოლის მოსწავლეების წერილებს ღმერთისადმი, რომლებიც ძალიან საინტერესოა. ერთმა გაზეთმა სთხოვა ბავშვებს, დაეწერათ მოკლე ბარათი ღმერთთან, დაესვათ მისთვის შეკითხვები, მიეცათ რჩევა, შეეთავაზებინათ რამე ან ეთხოვათ სურვილების ასრულება. საინტერესოს, სასაცილოს, გულუბრყვილოს, გულწრფელს, მიამიტურს, ბავშვურს, სევდიანს, ჭკვიანურს – ყველანაირ აზრებს შეხვდებით ამ ბარათებში. მართალია, ზოგიერთი საოცრად ცუდადაა თარგმნილი, მაგრამ მაინც… გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონაწერებს, ავტორთა დაახლოებითი ასაკის(კლასების მიხედვით) მითითებით:

მესამეკლასელი:
“მე ჯერ პატარა ვარ,მესამე კლასში ვსწავლობ.ცოდვები ჯერ არ მაქვს,მაგრამ აუცილებლად მექნება”

მეორეკლასელი:
“გამარჯობა ღმერთო,როგორ ხარ? რას შვრები?როგორა საქმეები ჯანმრთელობასთან?”

მეოთხე კლასელი:
“შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ,ვინ ილოცებს შენთვის?”

მეოთხეკლასელი:
“საიდუმლოდ გეტყვი,როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს,მე შენს მაგივრად მრცხვენია.”

მესამეკლასელი:
“რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?”

მესამეკლასელი:
“სად მიდის დრო?ჭაღარაში?”

მეოთხეკლასელი:
“ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე,ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”

მესამეკლასელი:
“მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ,მაგრამ დედა და მამა უფრო,ხომ არაუშავს?”

პირველკლასელი:
“შეიძლება რომ მე არ მოკვდე?”

მეორეკლასელი:
“აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან,შენი ბიზნესია?”

მეორეკლასელი:
“ღმერთო სად არის ქრისტე ახლა?რას აკეთებს?”

მესამეკლასელი:
” შენ გაქვს გონება,თუ მთლიანად სულისგან შედგები?”

პირვეკლასელი:
“შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა.რომელი?”

მესამეკლასელი:
“პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ,როდესაც აღსდგა?”

მეორეკლასელი:
“რატომ მათხოვრობენ ღარიბები ეკლესიასთან- შენ რომ აღნიშნო, ვინ მისცა ფული?”

მესამეკლასელი:
” ესე იგი თუ სწორად გავიგე ევოლუცია,შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, ხო?”

მეორეკლასელი:
“ღმერთო,თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს- ეს სიყვარულია?”

მეორეკლასელი:
“რატომ ზრდიდნენ ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ბაც- და ის მკვდარია?”

მეორეკლასელი:
“რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში,რომ დედამ არ მცემოს?”

პირველკლასელი:
“აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული?მარჯვენა და მარცხენა მხარეები?”

პირველკლასელი:
“როგორი იყო როდესაც ჯერ არაფერი არ იყო?მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?”

მეორეკლასელი:
“იქნებ,შემიძლია რამით დაგეხმარო?”

მესამეკლასელი:
“რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო?შენ ასე მცდი?”

მესამეკლასელი:
” რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა,რომ მას სულ არ უმართლებს?”

მესამეკლასელი:
“ახლა,მეორედ შექმნიდი ადამიანს?”

მეორეკლასელი:
“რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ,და უბრალოდ ეშინია შენი?”

მეოთხეკლასელი:
“რა იქნებოდა დედამიწაზე,ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?”

მეოთხეკლასელი:
“მინდა ვიცოდი რას აპირებ,დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?”

მეოთხეკლასელი:
“მე დავიბადე,მიმოვიხედე…სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია”

მესამეკლასელი:
“რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები,ეხლა კი არ შეუძლიათ?ნუ, გაიხსენე,გველიც კი ელაპარაკებოდა ევას”

მესამეკლასელი:
“რისთვის ვბერდებით?”

პირვეკლასელი:
“შენ ბედნიერი ხარ?”

მესამეკლასელი:
“რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას,ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”

მესამეკლასელი:
“რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს,რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”

მეოთხეკლასელი:
“შენი ადამიანი შენი მსგავსი შექმენი,და უცხოპლანეტელი?”

მესამეკლასელი:
“ისე არ მოგსვლია?ვიღაც გესიმპათიურება,ის კი შენსკენ არც კი იყურება”

მეორეკლასელი:
“როდესაც გიყვარს,რატომ მოგწონს ყველაფერი,ერბოკვერცხიც კი?”

მეორეკლასელი:
“რამდენჯერ შევცდები სიყვარულში?სამჯერ უკვე არის”

მეოთხეკლასელი:
“რისთვის დავიბადე მახინჯი?”

მეოთხეკლასელი:
“მე ძალიან გარცხვენ?”

მესამეკლასელი:
“შეიძლება ხანდახან დამესიზმრო?”

მეორეკლასელი:
“მიეცი ჯანმრთელობა,ბედნიერება დედას,ბებია,ბიძია ტომს,ბარის,ალექსანდრეს და ჩემს სხვა მამებს”

მეოთხეკლასელი:
“ღმერთო,მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ,რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის.მაგრამ ახლა დამეხმარე,მამაჩემი ციხეში არაფრის გულისთვის ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვე ზის.მე მას ყოველთვის ველოდები,რომ შემეძლოს- გავანთავისუფლებდი.ძალიან გთხოვ,დამეხმარე.ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.მერე არ შეგაწუხებ,სიკვდილიც კი რო მომიწიოს.”

მესამეკლასელი:
“მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო,მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება”

მეოთხეკლასელი:
“გააკეთე ისე,რომ მეორე სიცოცხლეში მე საფრანგეთში ბიჭად დავიბადო”

მეოთხე კლასელი:
“გააკეთე ისე,რომ როდესაც ვცელქობ,არ მეჩხუბონ,მე ხომ ჩემი მხიარულებისთვის ვცელქობ”

მეოთხე კლასელი:
“ამბობენ,რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ,ვიღაცის სახით ბრუნდება უკან.გთხოვ მინდა ვიყო ჩემი ძაღლი,ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით.”

მეორეკლასელი:
“მომიწყე ხანგძლივი და მხიარული ცხოვრება”

მესამეკლასელი:
“გააქრე ჩემი ცოდვები”

მეორეკლასელი:
“მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე”

მესამე კლასელი:
“გააკეთე ისე,რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ.ღმერთო დამეხმარე,მე მოწევას დავანებებ თავს”

მეორეკლასელი:
“ჩემთვის არა,კაცობრიობისთვის გთხოვ.გააკეთე ისე,რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს,ვიდრე უწერია”

მესამეკლასელი:
“ნუ ბრაზდებით ადამიანებზე”

მეორეკლასელი:
“მინდა რომ ჩემი დაბადების დღე,ერთხელ კი არა ხუთჯერ იყოს.საჩუქრების გამო არა…ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს”

მეოთხეკლასელი:
“ღმერთო,პირველად რომ გნახავ,არაფერს არ გთხოვ.შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ”

მესამეკლასელი:
“შენ დაპირდი დაიცვა სუსტები,დაჩაგრულები…რაღაც ამას ვერ ვხედავ”

მესამეკლასელი:
“გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი…ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ”

მეოთხეკლასელი:
“ძალიან მინდა,რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები”

მესამეკლასელი:
“გთხოვ გააკეთე ისე,რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ”

მეორეკლასელი:
“ღმერთო,მოდი მოვრიგდეთ.მე მჯერა შენი,შენ კი-ჩემი”

მეოთხეკლასელი:
“გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან”

მეორეკლასელი:
“მიშვილე და შენ როცა დაბერდები,ჭიქა წყალს მოგაწვდი”

მესამეკლასელი:
“მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს,მაგრამ თუ ძნელია,ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ”

მეორეკლასელი:
“ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში,მერე პირველ კლასში და მერე მან მითხრა ” ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ”…მე უარესად გავხდი ვიდრე მოვკვდი”

მეოთხე კლასელი:
“ნუ აი ჩვენ ვსწავლობთ,ვსწავლობთ…და რისთვის?ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება”

პირველკლასელი:
“რა საშიშია,თუ ხვალე არ დადგება”

მეოთხეკლასელი:
“მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე?ხომ უნდა მოვემზადოთ,თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას”

მეორეკლასელი:
“გთხოვ,მომიტევე ჩემი ცოდვები.ვიცი ბევრი ჩავიდინე,მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი”

მეოთხე კლასელი:
“ყვავილები უკეთესი გამოგივიდა,ვიდრე ადამიანები”

მეოთხე კლასელი:
“შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო?თუ არა,მაშინ მე გავაგრძელებ ცოდვილობას,დაწყნარებული სულით”

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. natia
    Dec 08, 2010 @ 18:25:55

    minda gavigo ratom xdeba amdeni ubedureba irgvliiiv

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: