დოჩანას “სისულელე”

ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილმა მოთხრობების კრებული გამოსცა. გახარებულმა ჩამოაუარა ნათესავებს, მეგობრებს და წარწერით აჩუქა ყველას. რამდენიმე დღის შემდეგ ბებიამ ვიშვიში აუტეხა, დეიდა კატუტა გამოგრჩაო.

გურამს ემცხეთა. გადაწყვიტა აუცილებლად ეშოვა წიგნი(თვითონ უკვე აღარ ჰქონდა) და თბილისის წიგნის მაღაზიები შემოაიარა. სულ ამაოდ: ყველგან ერთსა და იმავეს პასუხობდნენ – გაიყიდაო. ბოლოს, ერთი მაღაზიის გამყიდველმა ვარკეთილის მეტროსთან ახლოს მიასწავლა, – თუ სადმე იქნება, ისევ იქო. გურამიც წავიდა. საშინლად დაღლილია. ბოლო იმედი ბოლო მაღაზიაა. ბატონი გურამი ჰყვება, ისეთ უკაცრიელ ადგილას იყო წიგნის მაღაზია, გამიხარდა, აქ აუცილებლად ექნებათ-მეთქი და შევედიო.

შევიდა და დაბალი ხმით დაასახელა წიგნის ავტორი და სახელწოდება, თან ახალგაზრდა გამყიდველ გოგონას იმედის თვალით უყურებდა. გოგონამ თავი გააქნია და უთხრა – ბოლო ერთი საათის წინ გავყიდეო. “ეტყობა, მთელი იმედგაცრუება სახეზე აღმებეჭდა”,-ჰყვება ბატონი გურამი,- “გოგონამ შემომხედა და როცა დაინახა, რომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დამამშვიდა, მაგრამ ასე: “რას მოგიწყენიათ, ჩემო ბატონო, გული არ დაგწყდეთ, წავიკითხე მე მაგ წიგნი და სისულელე იყო თავიდან ბოლომდე…”

3 Comments (+add yours?)

  1. გეგა აბულაძე
    Jan 12, 2011 @ 07:54:40

    უზომოდ მიყვარს ეს კაცი მე🙂

    Reply

  2. ბლოგი-კაატინგა
    Feb 28, 2011 @ 20:43:48

    ეს ისტორია თვითონ აქვს მონაყოლი და მერე იმ თავისი განუმეორებელი ღიმილით ამატებდა, რა ექნა, მისთვის სისულელე იყო და პირდაპირ მითხრაო…:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: