დოჩანა და ბებო

ახალგაზრდა გურამი სახლიდან გასასვლელად ემზადება. პაემანზე აგვიანდება, ფაციფუცობს. “იქამდე”-დან ხომ ვიცით, რომ გურამის ბებია “შეჩვენებული” იყო. ეს ისტორიაც ამას ადასტურებს. მოკლედ, არის გურამი ერთ გაწამაწიაში: ხან ერთ პერანგს მოირგებს ტანზე, ხან მეორეს, ხან ქოჩორს აკვირდება და ამ დროს ბებია სხვათაშორის ეუბნება: “გურამ, ერთი შეკითხვა კი მაქვს შენთან, მაგრამ რად გინდა, რომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ”.

გურამმა აღშფოთების გამოხატვა ჟესტებით სცადა: როგორ არ უპასუხებს! ბებო მას ძალიან უყვარს, როგორ დატოვებს უპასუხოდ მის კითხვას! “ააპ, არ გამაგონო არაფერი!”-განგებ ჯავრობს ბებია, – “ვიცი ზუსტად, არ მიპასუხებ მაინც”. “კი, როგორ არა!”-ეუბნება გურამი და თან მალულად საათზე იხედება,-“მკითხე”. მაგრამ ბებო არაფერს ამბობს, მხოლოდ ხელებს ასავსავებს. გურამს კი ეჩქარება, მაგრამ ისიც უნდა, გაიგოს, რა შეკითხვა გაუჩნდა ბებოს. “ბებო, მითხარი, რა, მკითხე!”-ეხვეწება გურამი. უკვე მზადაა სახლიდან გასასვლელად.

“რატომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ”-ვითომ მოიწყენს ბებო. “კი გიპასუხებ”-ეუბნება გურამი. “მაძლევ პირობას?”-ეკითხება ბებო. “კი, კი…”-ნაჩქარევად ეთანხმება გურამი. “მაააშინ,-წელავს ბებია,- გურამიკო, მითხარი ერთი, ყველაფერს გაფიცებ, მოთხრობებს ვინ გიწერს?”

ამის გაგონებაზე გურამი ჯერ სახტად რჩება, მერე ყველაფერს ხვდება, ხელს იქნევს, კარს აღებს და კიბეზე ჩარბის. სადღაც, ბოლო საფეხურამდე ბებიას სიცილი მისდევს, ბოლო საფეხურზე კი ბებოს ვითომ ნაწყენი ხმა ეწევა: “ხომ გითხარი, მაინც არ მიპასუხებ-მეთქი!”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: