პირველად საქართველოში: რეკლამა ტუალეტში

ადრე სადღაც წავიკითხე, რომ “ტუალეტის რომანების” სერია გამოიცა. კრეატიულობა მხოლოდ სახელწოდებაში არ გეგონოთ, იგი ფორმაშია. რომანები ნაწილ-ნაწილ იბეჭდება ტუალეტის ქაღალდის ხვეულზე, ანუ, შეგიძლიათ უნიტაზზე მოკალათდეთ, ტუალეტის ქაღალდს რამდენიმე გვერდი მოახიოთ და იკითხოთ… ვერაფერს იტყვი, მშვენიერი მიგნებაა.

ჩემმა ფბ-მეგობარმა, მირიან ჯუღელმა, როცა ის ვიდეო ნახა, რომელიც ამ საღამოს პირადად გადავიღე რესტორან “ლუდის მოედნის” მამაკცთა ტუალეტში, კომენტარში დაწერა, რომ “ამერიკულ სპორტულ არხ ESPN-ს თავისი რესტორნების ქსელი აქვს, რომელსაც ESPN Zone ჰქვია. სპორტის მოყვარულთ შეუძლიათ მივიდნენ, თან შეჭამონ და თან დიდ ეკრანზე ამა თუ იმ სპორტულ მოვლენას უყურონ. ტუალეტებში კი პატარ-პატარა მონიტორები აქვთ დამონტაჟებული. იმისათვის, რათა კლიენტებს საყვარელი მატჩის საინტერესო მომენტები არ გამორჩეთ”.

ესეც მშვენიერი კრეატივია, მაგრამ ნუ დამძრახავთ, თუ ვიტყვი, რომ ქართულ სინამდვილეში მაინც არ ველოდი ევროპული და ამერიკული აღმოჩენების ანალოგს და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ბუნებრივი საჭიროებისთვის რესტორნის ტუალეტში ჩასულს, ასეთი სურათი დამხვდა: თანაც, ტელეფონის გარეშე ვიყავი ჩასული და ხელმეორედ ჩავედი, რათა გადამეღო და თქვენთვის მეჩვენებინა.

თანაც, ნეტარების დროს, როცა თვალების პირდაპირ მოთავსებულ მონიტორზე ქალების თეთრეულის მაღაზიის რეკლამას უყურებ სესაბამისი ფოტოკოლაჟით, უფრო დიდხანს ყოვნდები, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მოშარდვას სჭირდება…

სულაც არ გამიკვირდება, ამ ინოვაციის შემდეგ ქართველ დამსაქმებელთა ტერმინოლოგიაში რომ ასეღი ფრაზა-შეკითხვა გაჩნდეს: “რესტორნების მამაკაცთა ტუალეტის სარეკლამო აგენტად იმუშავებთ?”

ოღონდ, რაც მწარედ მომხვდა გულზე, ისაა, რომ მოშარდვის დროს მამაკაცების ბუნებრივი პოზიციის – დგომის ანუ, ვერტიკალური მდგომარეობაში ბუნებრივი საჭიროების მოსტუმრების პრინციპიდან გამომდინარე, უპირატესობა მამაკაცთა ტუალეტებს ენიჭებათ და ქალთა ტუალეტში (როგორც ქალებმა მითხრეს), მსგავსი სარეკლამო ფუფუნება არ სუფევს.

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები, ალბათ, დაინტერესდებიან თბილისის რესტორანთა ტუალეტებში გენდერული სარეკლამო ბალანსის დაცვით…

აბა რა, რაღა დროს პატრიარქატია…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. George
    Mar 07, 2011 @ 16:25:12

    ამ პოსტში გავეცანით ინოვაციურ მიდგომას რეკლამისადმი . თუ გსურთ გაეცნოთ ინოვაციას საბილიარდო სპორტში იხილეთ ჩემი ბლოგი http://www.bilball.wordpress.com🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: