ჩემს შესახებ

მე ვარ სკირონი: ზოგიერთების ყაჩაღი. ზოგიერთისთვის კეთილი, სიმამაცის დამფასებელი პიროვნება. სკირონი ძველ საბერძნეთში შარაგზის ყაჩაღი ყოფილა. პლუტარქე ამბობს, რომ იგი გამვლელ-გამომვლელს ძარცვავდა, მერე კი გადასავარდნ კლდესთან მიჰყავდა, ქვის სავარძელში სვამდა, ფეხებს გაუშვერდა და უბრძანებდა, დამბანეო, მერე კი მაღალი კლდიდან ზღვაში აგდებდა. სინამდვილეში კი, სკირონი ლაჩრებს ვერ იტანდა და მხოლოდ იმას აგდებდა, ვინც ფეხებს ბანდა. მათ, ვინც შეეწინააღმდეგებოდა, ნაძარცვს უბრუნებდა და მშვიდობიანად ისტუმრებდა. გურამ დოჩანაშვილის აქვს შესანიშნავი მოთხრობა სკირონის შესახებ: “მხოლოდ ერთი კაცი”.http://lib.ge/body_text.php?3398 – მართალია, ტექსტი ბოლომდე არ არის აკრეფილი, მაგრამ წარმოდგენას შეგიქმნით.

ალბათ მიხვდებოდით, სკირონი სულაც არ არის ჩემი ნამდვილი სახელი. არც ყაჩაღობაა ჩემი საქმიანობა. მე ვარ ლაშა ბერულავა, პროფესიით ჟურნალისტი, 2010 წლისთვის – თხუთმეტწლიანი მუშაობის სტაჟით ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში, ლამაზი, ტკბილ-მომწარო, დაძაბული, ნაწანწალარი წარსულით, რომელიც, ვინც რა უნდა თქვას, მაინც ტკბილად უფრო მაგონდება, ვიდრე მწარედ. და ჯერ კიდევ, ყველაფერი არ დასრულებულა, რადგან დღესაც მოქმედი ჟურნალისტი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესიაც და საქმიანობაც. ამჟამად ვსაქმიანობ აქ.

8 Comments (+add yours?)

  1. გეგა აბულაძე
    იან 12, 2011 @ 07:52:44

    საინტერესო ბლოგია და წამატებებს გისურვვებ ამ სფეროში. 🙂

    პასუხი

  2. ბლოგი-კაატინგა
    თებ 26, 2011 @ 12:23:40

    დიდი მადლობა გეგა და მაპატიე დაგვიანებული პასუხისთვის 🙂

    პასუხი

  3. George
    მარ 07, 2011 @ 16:08:06

    მართლაც საინტერესო ბლოგია 😉

    პასუხი

  4. Jessie
    მარ 13, 2011 @ 10:07:56

    ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ და ბლოგიც გაქვს საინტერესო ^_^

    პასუხი

  5. admin
    აპრილი 20, 2011 @ 06:20:53

    ლაშა, ბავშვობა გამახსენა შენმა ბლოგმა. ზუგდიდი, წარმატებები!!!

    პასუხი

  6. nino jinjolava
    აპრილი 20, 2011 @ 06:22:40

    ლაშა შენმა ბლოგმა ბავშვობა გამახსენა, ზუგდიდი… წარმატებები!!!

    პასუხი

  7. ლევან ზ. ურუშაძე
    აგვისტო 30, 2011 @ 01:00:24

    ნამდვილად საინტერესო ბლოგია, ლაშა! წარმატებებს გისურვებთ!..

    პასუხი

დატოვე კომენტარი